ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა გამართა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სეკრებილებმა რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. ამასთან, იმსჯელეს საჭიროების შემთხვევაში სკარანტინო სივრცეების გამოყოფის საკითხზე. მერებს დაევალათ თავიანთ მუნიციპალიტეტებში მოიძიონ სივრცეები, სადაც პაციენტები საინკუბაციო პერიოდის გატარებას შეძლებენ.

ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე სახელოვნებო და სპორტულ სკოლებს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

ქვეყნის მასშთაბით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

Print