რეგიონი
ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტი სპეციალური ხსნარით დამუშავდა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით დამუშავდა. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები ასევე  ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებებში.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.




Print