რეგიონი
სენაკში სახლი დაიწვა
სენაკში, შონიას ქუჩაზე ზარანდიების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. როგორც რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ უთხრა, სახლიდან ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს. შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

„ეზოში იყვნენ, მუშაობდნენ. გვიან შეამჩნიეს ხანძარი. სახანძროც მოვიდა, მაგრამ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახში ხანში შესული პირი და მისი ორი შვილიშვილი ცხოვრობდა“, - ამბობს ჭანტურია.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.


Print