რეგიონი
ზედაეწერში ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში 3 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე ხანძარია გავრცელებული. როგორც რადიო „ათინათს“ სოფლის რწმუნებულმა ირაკლი თორდიამ უთხრა, ცეცხლი ეკალ-ბარდებს წაეკიდა, რის შედეგადაც დაიწვა თხილნარი და წიწვოვანი ხეები.

ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.

გადაადგილება შეზღუდულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, რადგან სწორედ ამ გზის მიმდებარედ გავრცელდა ხანძარი.


Print