რეგიონი
ზედაეწერში ხანძრის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი აღდგება
ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში ხანძრის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლი დაასუფთავეს, პრობლემური ხეები გადაბელეს, ხოლო დამწვარი მცენარეები მოჭრეს. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ქალაქის მერიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამსახურები უზრუნველყოფენ.

„ცეცხლის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დროულად მოხდა, რითაც მოსახლეობასა და მათ საკარმიდამო ნაკვეთებზე ცეცხლის გავრცელება აღკვეთილ იქნა. ზედაეწერში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს, მათ მეხანძრე-მაშველებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს. მხარის რწმუნებული მოსახლეობას მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს“, - ამბობენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

10 მარტს ზედაეწერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა თხილნარი და წიწვოვანი ხეები. მოძრაობა შეზღუდული იყო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიას დამაკავშირებელ გზაზე.

ამავე თემაზე:

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
Print