ახალი ამბები
სოხუმი: შესაძლოა სამედიცინო პირბადეების დამზადება დავიწყოთ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, "პრემიერ-მინისტრმა" ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, წერს "აფსნიპრესი".

შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, აფხაზეთში ერთჯერადი სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყონ. მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა ცანდრიფშის სამკერვალო ქარხანას, რომელიც მზად არის საჭირო რაოდენობის მარლის პირბადეები შეკეროს.

"ექიმების განმარტებით, ეს პირბადეები უკეთესია, რადგან რადმდენიმე ფენისგან შედგება. აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება... პარასკევს, 20 მარტს, მოხალისეები დაურიგებენ მათ საარჩევნო კომისიის წევრებს", - აღნიშნა მან.

ბგანბას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, პაციენტებს ტუბდისპანსერში გადაიყვანენ სამკურნალოდ. თუმცა, მანამდე, მისი თქმით, იქ უნდა შეკეთდეს კანალიზაცია და გამოიცვალოს ტრანსფორმატორი.  მისივე თქით, ამ მიზნებისთვის "მინისტრთა კაბინეტის" სარეზერვო ფონდიდან გარკვეული თანხა უნდა გამოიყოს.

ამავე ცნობით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთვევა არ დაფიქსირებულა.

ოკუპირებულ აფხაზეთში "პრეზიდენტს" 22 მარტს განმეორებით აირჩევენ.


Print