ახალი ამბები
#ლუღისთვის - ქრისტინას მალე წითელი სახლი ექნება
მას შემდეგ, რაც რადიო „ათინათის“ ვებ გვერდზე ქრისტინა ფაჩვიძეზე, გოგონაზე მეტსახელად „ლუღი“, მასალა გამოქვეყნდა, საქველმოქმედო ორგანიზაციებმა 2 დღეში 17 ათასი ლარის შეგროვება შეძლეს.

როგორც რადიო „ათინათს“ „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელმა სალომე ფაცაციამ უთხრა, მის ანგარიშზე ქრისტინასთვის 8 150 ლარი უკვე დაირიცხა და მოქალაქეებისგან თანხებს ჯერ კიდევ იღებს.

„ჩარიცხვები გრძელდება...არ ვიჩქარებთ და უფრო მეტი რომ მოგროვდება, „ლუღის“ წითელი სახლი უნდა ვაჩუქოთ“, - ამბობს სალომე ფაცაცია.

სენაკელმა ანა ბაკურაძემ, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას რამდენიმე წელია ეწევა, მეგობრების და ფეისბუქ მომხმარებლების დახმარებით ქრისტინასთვის 8 762 ლარის შეგროვება შეძლო.

„ლუღის ვიდეო რომ ვნახე, ძალიან ვიხალისეთ და შეგვიყვარდა ეს ბავშვი. თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყო, შემდეგ „ათინათმა“ მასალა რომ დადო, ვიცანი ოჯახის წევრები. ერთი სოფელი გვაკავშირებს, დედაჩემის მეზობლები არიან“, - აღნიშნა ანა ბაკურაძემ.

სალომემ და ანამ თანხა გააერთიანეს და ამბობენ, რომ ქრისტინასთვის მალე სახლის აშენებას ან ყიდვას შეძლებენ.


GE80BG0000000604512100
თიბისი ბანკი

GE03TB7611645061100028
საქართველოს ბანკი

პ/ნ 39001042995.

დანიშნულება - "ქრისტინასთვის"

მიმღები: ანა ბაკურაძე



GE42BG0000000649707800
საქართველოს ბანკი

GE97თB7581745061100025
თიბისი ბანკი

პ/ნ 19001029497

მიმღები: სალომე ფაცაცია

Print