რეგიონი
ზუგდიდში მაღაზია გაქურდეს
ზუგდიდის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე  ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. ბუტიკი ამჟამად საგანგებო მდგომარეობის გამო დახურული იყო. მაღაზია ბრენდირებულ ტანსაცმელს ყიდდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც გულისხმობს ქურდობის ჩადენას სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით.

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.





Print