რეგიონი
მესტიაში მკვლელობა მოხდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი დაიჭრა და მესტიის საავამდყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს.

შემთხვევა დღეს მოხდა, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Print