ახალი ამბები
მესტიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა
სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს წუხელ, გვიან ღამით ჩაბარდა.  ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ. ამავე ცნობით, დამატებით დეტალებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. 

დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

მესტიის მუნიციპალიტეტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი დაიჭრა და მესტიის საავამდყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით  დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


Print