ახალი ამბები
ფსოუს საზღვართან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დაბა ცანდრიფშში, რუსეთთან საზღვარზე, მდინარე ფსოუს მახლობლად მდებარე სავაჭრო რიგში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე ცნობით, ხანძრის შედეგად, რომელსაც 2 საათზე მეტხანს აქრობდნენ, დაიწვა 8 ჯიხური. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

Print