რეგიონი
ზუგდიდში გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე გამოკვლეულ 96 პაციენტს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა. გამოკვლეულთა შორის იყო 80 მედიკოსი ზუგდიდის, წალენჯიხისა და ზუგდიდის 112-ის ფილიალებიდან და დევნილთა პოლიკლინიკიდან. სხვა 16 პაციენტის ანალიზები ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში საკარანტინო სივრციდან და ცხელების ცენტრებიდან შევიდა.

ცნობისთვის, საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 135 ბიოლოგიური მასალა შემოვიდა. დარჩენილ 39 პაციენტების კვლევა ხვალ დილიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა ტარდება PCR კვლევები კოვიდ 19-ზე. გამოკვლეულია 300-დე პირი. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია. ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს საკარანტინო ზონებში მყოფი ადამიანები, ასევე ცხელების კლინიკების პაციენტები და მედიკოსები.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირება ჯარისკაცებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ.

Print