ახალი ამბები
სამეგრელოში თვითიზოლაციას 227 მოქალაქე გადის
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 71 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციის პერიოდს (რეგიონის მასშტაბით) 227 მოქალაქე გადის. ამ დრომდე თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალის აღება გაგრძელდება, თუმცა რამდენ მოქალაქეს შეამოწმებენ კოვიდ19-ზე ჯერ უცნობია.

ბოლო 24 საათში საგანგებო წესების დარღვევისთვის კი 3 პირი დააჯარიმეს. მათ 3000-3000 ლარის გადახდა მოუწევთ.

Print