ახალი ამბები
ზუგდიდის პირველი სკოლის პედაგოგის საქმეზე დისციპლინურ კომიტეტს დასკვნის მისაღებად სამკვირიანი ვადა აქვს

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში, მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეები და მშობლები შედიან,

ქიმიის პედაგოგის საქმეზე მსჯელობა დაიწყო. დირექტორის ნინო გოგინავას ინფორმაციით, კომიტეტს დასკვნის მისაღებად სამკვირიანი ვადა აქვს.

„საქმეზე დაიწყო მოკვლევა. კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად სამკვირიანი ვადა აქვს და როგორც ვიცი ამ ვადის გამოყენებას აპირებენ. კომიტეტის მიერ ოქმის დადებიდან საბოლოო გადაწყვეტილება ოთხ დღეში მე უნდა მივიღო. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, არც ჩემს მოლოდინებს, რადგან არ მინდა ჩემმა ამ განწყობამ კომიტეტზე ზეგავლენა მოახდინოს“, ამბობს ნინო გოგინავა.

ინფორმაციისთვის, პედაგოგმა ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში 2020 წლის გამოშვებას სიძულვილის ენის შემცვლელი და დისკრიმინაციული პოსტი მიუძღვნა. ის წერდა, რომ ზოგიერთი კურსდამთავრებულის სახელის გაგონებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მასწავლებლის ამ პოსტმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ვნანობ, არ იყო სწორი - ზუგდიდელი პედაგოგი სიძულვილის ენის შემცველ სტატუსზე

ზუგდიდელი მასწავლებელი კურსდამთავრებულებზე: ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს


 

Print