ახალი ამბები
13 ივნისს დაღუპული ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს 
13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს. ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. 

13 ივნისის ტრაგედიიდან დღეს ხუთი წელი გავიდა. 2015 წელს თბილისში სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოწვია. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი და დაიხოცა ცხოველების ნაწილი. 

სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო 23 წლის მარიამ ქუთელია.
Print