ახალი ამბები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში სამეგრელოდან ორი პედაგოგი მოხვდა 
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა.

ნომინირებულთა შორის სამეგრელოდან ორი პედაგოგი დასახელდა, მათ შორის, სენაკის მუნიციპალიტეტის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ნათელა დავითაია და ჩხოროწყუს აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია. ისინი ჯილდოს მოსაპოვებლად სხვა კონკურსანტებთან ერთად იბრძოლებენ.

გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება. მას ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცემა, დაჯილდოვდებიან საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრებიც.
Print