ახალი ამბები
ზუგდიდში საბავშვო ავტოდრომი და ატრაქციონი ორშაბათს გაიხსნება
ზუგდიდში, დადიანების ტაძრის მიმდებარედ, ე.წ. ფრანგულ პარკში არსებული საბავშვო ავტოდრომი და ატრაქციონი მომავალი კვირიდან გაიხსნება. მერიაში ამბობენ, რომ გასართობი მოედნის ფუნქციონირებისთვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება. 

„უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული. მუდმივად  ჩაუტარდება დეზინფექცია და ასევე გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციები“, - გვითხრეს მერიაში.

ატრაქციონი, ორშაბათის გარდა, ყოველ დღე, 12 საათიდან 20 საათამდე იმუშავებს.

Print