ახალი ამბები
ჭუბერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მესტიის სოფელ ჭუბერში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის მიხედვით, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

"ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები. ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება მიმდინარეობს.
Print