ახალი ამბები
ზუგდიდის "დინამოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს
პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კლუბებმა საწვრთნელი პროცესი განაახლეს. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმოსკრინინგი გაიარეს. მათივე ცნობით, საწვრთნელო პროცესში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.
„ფეხბურთელები ვარჯიშს დილის საათებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იწყებენ და საწვრთნელ პროცესს ზედაეწერის სტადიონზე აგრძელებენ“, - ამბობენ კლუბში.
ინფორმაციისთვის, მომავალ კვირას მიმდინარე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, მორიგი ტურის მატჩებით, ეროვნული ლიგის გუნდები განაახლებენ, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები, ოფიციალურ შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ.

Print