ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში კოვიდ19-ზე გატესტილი 14-ვე ნიმუში უარყოფითია
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა ორით გაიზარდა და ამ დროისთვის 57 პირი იმყოფება. თვითიზოლაციის პერიოდს კი რეგიონის მასშტაბით 37 მოქალაქე გადის. ჯამში ეპიდზედამხედველობა 1942 პირზე დამყარდა.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 14 ნიმუში - ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აგრძელებს.

Print