ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურში კაფეს მოწყობაზე აუქციონის გამარჯვებული გამოვლინდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში კაფეტერიისა და ტერასის ამუშავებაზე ელექტრონული აუქციონი დასრულდა. ქონება იჯარის წესით, ვაჭრობის შედეგად, 52 500 ლარად გაიცა. მისი საწყისი წლიური საიჯარო ფასი 29 000 ლარს შეადგენდა.

"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, აუქციონი ფიზიკურმა პირმა გოგა ფიფიამ მოიგო. ვაჭრობაში სულ ორი პრეტენდენტი იღებდა მონაწილეობას.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა იჯარით მიღებული უძრავი ქონება მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს.


Print