ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფარშევანგს შვილი ეყოლა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მობინადრე ფარშევანგს შვილი - ნამლევი ეყოლა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფრინველი რამდენიმე კვერცხზე იჯდა, თუმცა ჯერჯერობით ერთი გამოიჩეკა.
„მაისში დაიწყო კვერცხების დადება. შემდეგ კრუხობის პერიოდი ჰქონდა და ჯერ ერთი გამოიჩეკა, ვნახოთ შესაძლებელია, კიდევ ეყოლოს“, - ამბობენ ადმინისტრაციაში.


ინფორმაციისთვის, ბოტანიკურ ბაღს ფარშევანგები გასულ წელს თბილისის ზოოპარკმა აჩუქა.

Print