ახალი ამბები
იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიაში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანში, ტყის მასივში ძლიერი დაკვამლიანებაა. ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვარის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა“, - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ინფორმაციისთვის, იდლიანთან ხანძარი, სავარაუდოდ, 5 ივლისს გაჩნდა.

Print