ახალი ამბები
სამეგრელოს მასშტაბით თვითიზოლაციაში მხოლოდ 9 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი რეგიონის მასშტაბით 9 პირი რჩება. სულ ეპიდზედამხედველობა 2056 მოქალაქეზე დამყარდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 17 ნიმუში, ყველა უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლები ბიოლოგიური მასალის აღებას საჭიროებისამებრ გააგრძელებენ.
Print