ახალი ამბები
ერგეტაში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა
ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც რადიო "ათინათს" სოფელში მერის წარმომადგენელმა როინ გაბრავამ უთხრა,
ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა რა დროსაც 60 წლის მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. 

"სავარაუდოდ ეძინა, მარტო იყო სახლში. დაახლოებით დილის 4 საათზე გაჩნდა ცეცხლი, სახანძროც მალე მოვიდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა", - გვითხრა როინ გაბრავამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print