ახალი ამბები
ზუგდიდში ჩხოუშიის ხიდიდან ე.წ. კუჩხობონის ხიდამდე მოძრაობა აკრძალულია
მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ჩხოუშიის ხიდიდან ე.წ კუჩხობონის ხიდამდე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებს (დაბალი ზონიდან მოძრავი) შეუძლიათ ისარგებლონ ხუბულავასა და ასევე თავდადებულის-სოსელიას-ტოლსტოის ქუჩებით.

ქალაქიდან გასვლისას კი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ისარგებლებენ მარცხენა სანაპიროს-დუტუ მეგრელის-მესხიასა და ქუთაისის ქუჩებით.
Print