ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ზე 41 ნიმუში გატესტეს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 41 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ბიოლოგიური ნიმუში აუღეს სხვადასხვა ცხელების ცენტრში მოთავსებულ 10 პაციენტს, შს სამინისტროს 24 თანამშრომელს, 2 მძღოლს, საკარანტინო სივრციდან 3 პირს და თვითიზოლაციაში მყოფ 2 მოქალაქეს.

კოვიდ 19-ზე გასატესტი ბიოლოგიური მასალების აღება რეგიონის მასშტაბით გრძელდება.

Print