ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო/აუდიო)
კოკისპირულმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მერიის ინფორმაციით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ასევე მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაოს ბეტონის ღობე. გარდა ამისა, დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, რის გამოც სოფელ ჭოღაში, ხანწკის უბანში გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
"წვიმა ახლაც გრძელდება, სამწუხაროდ ამ ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექი მოვიდა, დააზიანა შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები ჩამოწოლილია მეწყერი, რამდენიმე ოჯახს, კერძო სახლებს, სახურავი ნაწილობრივ ახადა და მუდმივმოქმედი კომისია ახლაც გასულია ადგილზე, ადგენს ზარალის ოდენობას", - გვითხრა ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ. 
1059fm · დათო გოგუა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი


მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება.


Print