ახალი ამბები
მდინარე ჯუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში ამ დრომდე ეძებენ 15 წლის ბიჭს. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში" ამბობენ, რომ მოზარდის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ამავე ცნობით, იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება.
დაკარგულის ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე მდინარეში მოზარდს ეძებენ



Print