ახალი ამბები
ზუგდიდში ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მან ბავშვი სახლში გააჩინა, თუმცა უცნობია რა მიზეზით გარდაიცვალა ახალშობილი.

ქალი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. საავადმყოფოში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.  

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print