ახალი ამბები
კახათის სკოლაში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით სამდღიანი გერმანულენოვანი სემინარი ჩატარდა (ფოტო/ვიდეო)
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს გერმანულენოვანი სემინარები ჩაუტარდათ. სამი დღის განმავლობაში მოზარდები სხვადასხვა სახის შემეცნებით სავარჯიშოებსა და დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას.
 გარდა ამისა, ეცნობოდნენ თანამედროვე გერმანული მუსიკის ჟანრებს და სწავლობდნენ სიმღერებს. ამაში მათ გერმანული ენის ექსპერტი ქრისტინა ნეფზგერი და პედაგოგი ნონა დარასელია ეხმარებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში ის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ზაფხულის პერიოდში რამდენიმე კვირა გერმანიისა და ავსტრიის ინტერნაციონალურ ბანაკებში უნდა გაეტარებინათ.
აქტივობები სკოლის ეზოში მიმდინარეობდა.
Print