რეგიონი
სტაბილურია დაშავებული ქალის მდგომარეობა, რომელსაც პოლიციელი დაეჯახა
საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული  80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

„დაშავებულს ტვინის ტრავმა , ქალა-ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ავადმყოფი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - თქვა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

ასაკოვან ქალს პოლიციის მაღალჩინოსანი დაეჯახა. რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.

აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის 276 მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




Print