ახალი ამბები
სოხუმში 2,5 მილიონზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს
სოხუმში, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ნაქირავებ ტერიტორიაზე სხვადასხვა კალიბრის 2 637 430 ტყვია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო "აფსადგილ ინფო" წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ზე დაყრდნობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა საწარმო KASKAD-M-ის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე გამოიკვლიეს მეტალის სატვირთო კონტეინერები, სადაც ხის ყუთებში შენახული ტყვიები იპოვეს.
ამავე ცნობით, ტყვიები ექსპერტიზისთვის გაიგზავნა და შესაბამისი შემოწმების შემდეგ უწყება მიიღებს "პროცესუალურ გადაწყვეტილებას". კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, KASKAD-M სამშენებლო მასალებით ვაჭრობს.






Print