ახალი ამბები
ზუგდიდში 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"დღეს არის 8 აგვისტო, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. 12 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან, ომიდან, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 2008 წლის ომმა იმსხვერპლა. დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ არის დასტური იმის, რომ ჩვენი ქვეყანა არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ვიბრძოლებთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი", - აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.
სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის, მათ შორის 4 ზუგდიდელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა.
Print