ახალი ამბები
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა აბაშაში გაიმარჯვა (ვიდეო)
აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალზე ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა "ხარებამ" 2 საპრიზო ადგილი მოიპოვა. ზუგდიდელმა ცხენოსნებმა ასევე დაისაკუთრეს ჯემალ ქორჩილავას სახელობის თასი.

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

ადგილობრივი ჯიშის ცხენები


1. საბა თელია (აბაშა) 2. გიორგი ფოფხაძე (ოზურგეთი) 3. გივი გიორგაძე (ოზურგეთი)

1800 მეტრზე ჯემალ ქორჩილავას სახელობის დოღი:

1. საბა ეხვაია ცხენი "პეტრა" (ზუგდიდი) 2. კუსა ბასილაია (ჩოხატაური) 3. გენადი ბოლქვაძე (ბათუმი)

ნახევრად სუფთა სისხლის ცხენების დოღი (1800 მ)

1. მათე ეხვაია (ზუგდიდი) 2. გივი გიორგაძე (ოზურგეთი) 3. სოსო რამიშვილი (ჩოხატაური)

2400 მეტრიანი დოღი:


1. ნარიმან ელინოვი, საცხენოსნო კლუბი "ხარება" 2. ვარდენ კიკაჩეიშვილი, ცხენი "კრუტოი", სამტრედია 3. საბა თოდრია, ცხენი "გარდამი"ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს, ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეჯიბრი საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ცხენოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ზუგდიდში, 18-19 აგვისტოს გაიმართება. 


Print