ახალი ამბები
ახალ ათონში კაფე დაიწვა (ვიდეო)
ახალ ათონში საზაფხულო კაფეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ცეცხლი რამდენიმე წუთში მოედო კაფე "ტროპიკანკას" ხის კონსტრუქციებს და პალმის ტოტებისგან გაკეთებულ სახურავს, ასევე, იქვე მდგომ რამდენიმე კვიპაროსს.
მეხანძრეებმა ცეცხლის დროულად ლოკალიზება და სხვა ხეების გადარჩენა შეძლეს. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ახალი ათონის და გუდაუთის სახანძრო ბრიგადები მონაწილეობდნენ.
Print