ახალი ამბები
სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამეგრელოში ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 4 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
Print