ახალი ამბები
ზუგდიდელ "ბათას" და მის 9 ლეკვს სახლი სჭირდება (ფოტო)
მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც ზუგდიდში, კოსტავას ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში 9 ლეკვი გააჩინა, სახლი სჭირდება. თხოვნით რადიო "ათინათს" ამ ქუჩაზე არსებული კვების ობიექტის თანამშრომლებმა მიმართეს. როგორც მათ გვითხრეს ძაღლს და მის ლეკვებს საკვებს არ მოაკლებენ, თუმცა შიშობენ, რომ ისინი სახლის გარეშე დაიღუპებიან.
"ბათას" წლებია ვუვლით, მაშინაც კი მოგვქონდა საკვები, როცა პანდემიის გამო არ ვმუშაობდით. წინათ 10 ლეკვი გააჩინა და ყველას ვუშოვეთ მზრუნველი პატრონი. ძალიან გვიყვარს ყველას, კარგი დედაა. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც სახლს გაუკეთებს, რომ უსაფრთხოდ იყოს შვილებთან ერთად", - ამბობენ ისინი. ამ დროისთვის, "ბათა" და მისი ლეკვები სახელდახელოდ მოწყობილ კარავში ცხოვრობენ, რომელიც მუყაოსა და პოლიეთილენის პარკით არის გაკეთებული. დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სიმბოლური თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე: GE82TB7507345060600003 ს.ს "თიბისი ბანკი", ბანკის კოდი: TBCBGE22, მიმღების სახელი: სალომე ჟვანია




Print