ახალი ამბები
"ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას!" - ასოციაცია "იმედის" აქცია სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში
ასოციაცია "იმედის" ორგანიზებით მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროული აქცია გაიმართა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ მსგავსი ტიპის ღონისძიება ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ტარდება."მიმდინარე წელს ღონისძიება ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრებში. ღონისძიების მიზანია მშვიდობის პოპულარიზაცია, სამშვიდობო იდეების გაძლიერება. ღონისძიების მთავარი მოწოდება იყო - "ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას". ასევე შემუშავდება სამშვიდობო გზავნილის ტექსტი, რომელიც გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზეც სოციალური ქსელის მეშვეობით“, - აღნიშნა ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.მისივე ცნობით აქტივობა პროექტის "ქალთა კლუბი მშვიდობისათვის" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია KVINNA TILL KVINNA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ქალთა კლუბში გაერთიანებულია ორგანიზაციასთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალთა სამშვიდობო ქსელის წევრები, აქტივისტი ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში.


Print