ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ზუგდიდელი ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ზუგდიდის ოფისში გვითხრეს, რომ 21 საათზე დაგეგმილ მაჟორიტარების წარდგენას უნდა დაველოდოთ. 

ენმ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს. 

ექიმ-თერაპევტმა მალხაზ ჯალაღონიამ თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. ამჟამად ის "ევექსის" ქსელის კლინკაში მუშაობს.
Print