ახალი ამბები
ფოთის ბაზარში ხმაური იყო
ფოთის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ ბაზრის მიმდებარედ საავტომობილო გზაც გადაკეტეს. აქ დასაქმებული პირები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში სწორედ ნაგებობაში ვაჭრობენ და ეს მათი შემოსავლის წყაროა. მათივე თქმით, დღეს მათ დემონტაჟის შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შენობის მეპატრონემ გააცნო.


თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ნაგებობა თავის დროზე ნებართვის გარეშე აშენდა. მათივე განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

Print