ახალი ამბები
"თავისუფალმა საქართველომ" სამეგრელოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტია "თავისუფალმა საქართველომ" სამეგრელოს ორ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში კენჭს ზურაბ ჯინჯოლავა იყრის, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქში გოჩა ბახია. კანდიდატები პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ძეგლთან მდებარე პარკში წარადგინა. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ სამეგრელოს და მთელს საქართველოს მივცეთ ალტერნატივა, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ჰქონდეს ხალხს არჩევანი. "თავისუფალ საქართველოს" გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ერთადერთი ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ყოფილა არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ნავში და ჩვენ გვინდა იმ გენერალური ხაზის გაგრძელება, რომლის სათავეშიც იდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა", - თქვა კახა კუკავამ. 

მისივე თქმით, პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამა, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინებასთან, იაფ მედიკამენტებთან და საბანკო მევახშეობის აკრძალვასთან.
Print