ახალი ამბები
ხვალ ზუგდიდში შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 27 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა ავრცელებს. ამავე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მიკედლებულ ცხოველებსაც (ძაღლი,კატა) უფასოდ აცრიან.

"28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამეგრელოს მასშტაბით ხვალ ცხოველების აცრა შემდეგ მისამართებზე იქნება შესაძლებელი:

ზუგდიდი - კ. გამსახურდიას II შეს. N 4;
სენაკი - რუსთველის ქ. N235;
აბაშა - ჩიქოვანის ქ. N13;
მარტვილი - გახოკიძის N5;
ჩხოროწყუ - აღმაშენებლის ქ. N14;
ხობი - ც. დადიანის ქ. N185;
წალენჯიხა - გამსახურდიას ქ. N 9;
ფოთი - კოსტავას ქ. N 193;
მესტია - აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
Print