ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 740 კოლოფი (14,800 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.




Print