ახალი ამბები
სოფელ დავითიანში ბაღის შენობა დაიწვა, სადაც დევნილები ცხოვრობენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა. აქ აფხაზეთიდან დევნილები წლებია ცხოვრობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი ქარის გამო მის ლიკვიდაცია გართულდა.  

რაც შეეხებათ საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილ დევნილებს, მერიის ინფორმაციით, მათ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ.
Print