ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე აუდის მარკის მსუბუქი მანქანა მოტოციკლს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ავარიის გამო ნაწილობრივ შეფერხდა მოძრაობა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ გზაზე. 


Print