ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსის დადასტურებული 2 შემთხვევიდან, 1 რუხის სკოლის მოსწავლის კონტაქტია
27 სექტემბერს, სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით, გატესტილი 411 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 10 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. აქედან, 5 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 2 - ზუგდიდი, 2- ფოთი და 1 ახალი შემთხვევა კი ხობში დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა მათგანი ადრე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები არიან.

„2 შემთხვევიდან, რომელიც ზუგდიდში დაფიქსირდა, ერთი რუხის სკოლის მოსწავლის კონტაქტია. დაინფიცირებულია მოსწავლის ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს დაიცვან ჯანდაცვის რეკომენდაციები, ვინაიდან უნდა გაუფრთხილდენენ, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც“, - აღნიშნა თორიამ.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში 72 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 -ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება ფოთის კლინიკას, აქ 24 ინფიცირებული მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცში სულ 130 მოქალაქე იმყოფება.


Print