ახალი ამბები
ზუგდიდში თამბაქოს საწარმო გაიხსნება
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. ინფორმაცია რადიო "ათინათს" კომპანია "ლაზეთი ტობაკოში" დაუდასტურეს. ამავე ცნობით ქარხანა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე თანამშრომლების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით "ლაზეთი ტობაკო" მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა. მისი 75% წილის მფლობელი ჩინეთში რეგისტრირებული "ვი აი თი სი ინდასთრი ლიმითედ-ია", 25%-იან წილს კი შპს "ლაზეთი" ფლობს, რომელიც თავის მხრივ ბიზნესმენ მამუკა კვირკვიასა (66%) და დავით შენგელიას (34%) ეკუთვნის.

ინფორმაციისთვის, ყოფილი შეირაღებული დაჯგუფების "ტყის ძმების" მეთაურის დათო შენგელიას შვილი, დავით შენგელია ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდში 12 ივლისს დააკავეს.
Print