ახალი ამბები
მირანდა მესხის გადაწყვეტილებით, ჩიქოვანის სააგიტაციო ვიდეოებში პედაგოგების მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის
67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის სააგიტაციო მასალაში პედაგოგების ჩართულობა კანონდარღვევა არ არის. შესაბამისად, მესხმა "ევროპული საქართველოს" საჩივარი არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ოლქმა ვიდეორგოლებში მონაწილე მასწავლებლებისგან და მმართველი გუნდის კანდიდატისგან წერილობითი ახსნა-განმარტებები მოითხოვა.

"ჩვენ მოვახდინეთ ამ პირების იდენტიფიცირება, აღმოჩნდა, რომ ხუთი მათგანი არის მასწავლებელი. როგორც მათ განმარტეს, ვიდეოები გადაღებულია არასაარჩევნო პერიოდი, აგვისტოში, არასამუშაო დროს. იგივე გვითხრა ჩიქოვანმაც. ამის მიხედვით, ეს ქმედება არ არის კანონით აკრძალული და სწორედ ამ საფუძვლებით მიზანშეუწონლად მივიჩნიე დამეფიქსირებინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევ", - აღნიშნა მესხმა.

"ევროპული საქართველოს
" ზუგდიდის ოფისი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის შტაბს საარჩევნო კამპანიაში პედაგოგების ჩართვაში ადანაშაულებს და აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ დავას აპირებს. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოში საჩივარი აღნიშნულ თემაზე რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს. საკითხზე მათ მიერ დაწერილი საჩივარი საოლქომ არ დააკმაყოფილა.

Print