ახალი ამბები
შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება
შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური მერიის შენობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს მალხაზ თორიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ხვდება. 

4 საათზე მეტია  ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებული მამაკაცს, რომელიც გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. 20 - მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. მათი უმეტესობა ბანკის თანამშრომელია, ნაწილი კი ბანკის მომხმარებელი, რომელიც თავდასხმის მომენტში შენობაში იმყოფებოდა.  თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა. 

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა








Print